კახა კუჭავა - ირაკლი კობახიძე გამორჩეული პროფესიონალია და არ ყოფილა გასაკვირი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის წაყვანა სწორედ მას შესთავაზეს
ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა, შემოთავაზება გაკეთდა ირაკლი კობახიძეზე – ის გამორჩეული პროფესიონალია, მას ძალიან კარგად იცნობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და არავისთვის არ იყო გასაკვირი, რომ დღეს ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს სხდომის წაყვანა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
ასამბლეის პლენარულ სხდომას დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება.