კახა კუჭავა - იმედს ვიტოვებ, ყველა მხარე იქნება მზად, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება შედგეს
კახა კუჭავა - იმედს ვიტოვებ, ყველა მხარე იქნება მზად, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება შედგეს

მმართველი გუნდის წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სენატში მოისმინეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც პირველ რიგში საქართველოს მომავალს უკავშირდებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს სტაბილურობა, ხოლო ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის დღეს არსებული ყველა გარკვეული უთანხმოების აღმოფხვრა. ისინი ძალიან იმედიანად უყურებენ, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგიანად, შეთანხმება იქნება მიღწეული და მხარეები იქნებიან ერთგული ამ შეთანხმების“, – აღნიშნა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, იმედი აქვს, ყველა მხარე იქნება მზად, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

„დაველოდოთ, როგორც ახსენეს, ბატონი დენიელსონი მალე ეწვევა საქართველოს. იმედს ვიტოვებ, ყველა მხარე იქნება მზად იმისთვის, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით და შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.