კახა კუჭავა - გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო საზოგადოებისგან
კახა კუჭავა - გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საერთაშორისო საზოგადოებისგან

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, არის ოკუპირებული ტერიტორიები – გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იქ არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც ყოველდღიურად წარმოადგენს თითოეული მცხოვრებისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას და პრობლემას. განვიხილეთ ის ახალი გზები, თუ როგორ შეიძლება, ამ გამოწვევებს უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ. გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.