კახა კუჭავა - გუშინ მოვისმინე საუბრები, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ ტელევიზიაში, პროკურატურამ კი განაცხადა, რომ არ აპირებენ არაფერს
კახა კუჭავა - გუშინ მოვისმინე საუბრები, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ ტელევიზიაში, პროკურატურამ კი განაცხადა, რომ არ აპირებენ არაფერს

გუშინ მოვისმინე საუბრები, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ ტელევიზიაში, პროკურატურამ კი განაცხადა, რომ არ აპირებენ არაფერს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, რაც უნდა სპეკულაციურად ისაუბრონ ამაზე, ფაქტია, რომ პროკურატურა ტელევიზიაში შესვლას არ აპირებს.

„წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება. ფაქტი ერთია, გუშინ მე რაც მოვისმინე, იყო საუბარი, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ არაფერ მსგავსს არ აკეთებენ. სულ ეს არის, რაც ვიცი მეც და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებს.

რაც უნდა ამაზე ვისაუბროთ, სპეკულაციურად გამოვიყენოთ, ფაქტი არის ერთი – პროკურატურის პირდაპირი განცხადებაა, რომ არ აპირებენ არაფერს. ჩემი აზრით, აღარ ღირს შესვლა იმ დეტალებში, რომელიც არ არის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.