კახა კუჭავა - გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან მეორე ნაბიჯია, რათა დაძაბულობა დაწიოს
კახა კუჭავა - გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან მეორე ნაბიჯია, რათა დაძაბულობა დაწიოს

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების მიზანი დაძაბულობის შემცირებაა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირველად ეს ნაბიჯი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებისას გადადგა.

„პრეზიდენტმა პირველად მსგავსი ქმედება განახორციელა, როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლა უგულავა და ოქრუაშვილი. ეს მისი მხრიდან მეორე ნაბიჯია, რათა დაძაბულობა კიდევ უფრო დაწიოს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების და მეგობარი ქვეყნების მოწოდებების გაზიარების შემდეგ იქნა მიღებული. ფაქტია, რომ ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს, კიდევ უფრო დაახლოვდეს და ერთიანი მიზნისთვის ბრძოლა ყველა პარტიამ ერთად გააგრძელოს. როდის მოხდება, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მახსოვს, ერთი კვირა წერია შეთანხმებაში. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ 7 დღე როცა გადის, დღესვე ან ხვალ იქნება შეწყალებს აქტი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.