კახა კუჭავა - ევროსაბჭოს სესიაზე შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა, რა მნიშვნელობა აქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას
კახა კუჭავა - ევროსაბჭოს სესიაზე შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა, რა მნიშვნელობა აქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

დღეს დილიდან ევროპული სასამართლოს სესია დაიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, სადაც არაერთგზის იქნა ნახსენები საქართველო-რუსეთის დავის შესახებ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული საშუალება, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთს აკისრია.

„გვეხსენებინა კიდევ ერთხელ იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთს აკისრია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების აღსრულება, ის ორი მნიშვნელოვანი დავა, რომელიც მოვიგეთ და ბოლო კონკრეტულად ეხებოდა რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ომს, იმ შედეგებს და დარღვევებს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა და მას შემდეგ, რაც წარმოადგინა 700-ზე მეტი მტკიცებულება, საბოლოოდ იქნა გამარჯვება მოპოვებული. მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა უკვე ყველამ ერთად ვიზრუნოთ და გამოვიყენოთ ყველანაირი საშუალება, რომ ეს აღსრულება ბოლომდე იქნას მიყვანილი რუსეთის მხრიდან. ჩვენ ბოლომდე შევეცადეთ, არა მხოლოდ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, არამედ ხაზი გაგვესვა იმ მნიშვნელობაზე, რა მნიშვნელობას ატარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა კუჭავამ.