კახა კუჭავა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
კახა კუჭავა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, 21-22 ოქტომბერს, ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრები მასპინძელი და კონფერენციის მონაწილე ქვეყნების პირველ პირებთან.

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში დემოკრატიების წინაშე არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებისა და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების შესახებ, ასევე, გარემოს დაცვაში ეროვნული პარლამენტების როლსა და ევროპის მოქალაქეების საერთო მომავალზე იმსჯელებენ.