კახა კუჭავა - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ პარტნიორები გვერდით გვიდგანან
კახა კუჭავა - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ პარტნიორები გვერდით გვიდგანან

ევროპარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. დოკუმენტში მკაფიო გზავნილებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რუსეთს მოუწოდებენ, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროპარლამენტში წარდგენილი იმ რეზოლუციის შესახებ განაცხადა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არის საუბარი.

მისი თქმით, დოკუმენტში ასევე ნახსენებია ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და ის პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი ეწევა.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პარტნიორები გვერდით გვიდგანან და ჩვენი მშვიდობიანი გზა იქნება მნიშვნელოვანი. მსგავსი რეზოლუციები და მხარდაჭერა უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთი ვაიძულოთ, ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც აღებული აქვს და ქვეყნის დეოკუპაცია მოახდინოს“, – განაცხადა კუჭავამ.