კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვიოს
კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვიოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეწვიოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დავიდ მარია სასოლი კარგად ხედავს საქართველოს როლს დიდ ევროპულ ოჯახში და სურვილი აქვს, ქვეყანა მეტად წარმატებული იხილოს.

როგორც კუჭავა აცხადებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მზად არის, საქართველოს დახმარება პირადად გაუწიოს.

„პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავარ მიზანზე, რომელთან დაკავშირებითაც მოლოდინი აქვთ. ესა 2024 წლის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

შევეხეთ 2021 წლის არჩევნებსაც და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ვთხოვეთ, უზრუნველყონ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტარებს ამის სურვილი აქვთ.

პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მიიღო მოწვევა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვიოს. იგი კარგად ხედავს ჩვენი ქვეყნის როლს დიდ ევროპულ ოჯახში, სურვილი აქვს, გვიხილოს უფრო წარმატებულები. რაც ყველაზე მთავარია, გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, დახმარება გაგვიწიოს და პირადად იყოს ჩართული“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.