კახა კუჭავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კახა კუჭავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობაზე, ასევე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა ეროვნული ბანკის ანგარიში, რომელსაც კობა გვენეტაძე პარლამენტს სხდომაზე წარადგენს.