კახა კუჭავა - ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს, ფალსიფიცირებულია თუ არა ჩანაწერები, მე ამას ვერ გეტყვით
კახა კუჭავა - ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს, ფალსიფიცირებულია თუ არა ჩანაწერები, მე ამას ვერ გეტყვით

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს, ფალსიფიცირებულია თუ არა ჩანაწერები, მე ამას ვერ გეტყვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ვინმეს მოსაზრებაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

„რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ფალსიფიცირებულია თუ არა ჩანაწერები, ჩემგან კი ან არა რამდენად იქნება მისაღები? ამაზე ექსპერტები მუშაობენ და მათ უნდა თქვან. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ვიღაცის მოსაზრებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ექსპერტული დასკვნა უნდა ადგენდეს საბოლოოდ, ფალსიფიცირებულია თუ არა. მე ამას ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეგვიძლია, განცხადებას ვენდოთ და თუ ვინმეს შეეპარება ეჭვი ფალსიფიკაციაში, აუცილებელია, ხელმეორედ ჩატარდეს ექსპერტიზა სხვა ექსპერტების მონაწილეობით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კითხვაზე, უნდა გამოიკითხონ თუ არა ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს და არა მან.

„მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა გამოიკითხოს და ვინ არა. გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს. თუ ჩათვლიან, რომ საჭიროა ვიღაც პირების გამოკითხვა, ნებისმიერი ასეთი ადამიანი, ვინც შეიძლება, იყოს საქმისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებელია, დაიკითხოს. ამას უკვე თავად გადაწყვეტს. პარლამენტი ამას არ გადაწყვეტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარლამენტი არ დაიწყებს საგამოძიებო კომისიას, როცა უკვე პარლამენტარები გადაწყვეტენ, ვინ დაჰკითხონ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

დატოვე კომენტარი