კახა კუჭავა – დენის შმიგალთან შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება ერთობლივი ევროპული მომავლის შესაქმნელად
საქართველოს პრემიერ მინისტრი კახა კუჭავა ტვიტერის გვერდზე წერს, რომ მოხარულია უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან მეგობრული შეხვედრით.
როგორც კუჭავა ამბობს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ერთგულება საქართველოსა და უკრაინისთვის ერთობლივი ევროპული მომავლის შესაქმნელად.
„მოხარული ვარ უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან მეგობრული შეხვედრით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და უკრაინისთვის ერთობლივი ევროპული მომავლის შესაქმნელად. მსგავსი ისტორიის, გამოწვევებისა და ინტერესების გამო, საქართველოს და უკრაინის პარტნიორობა მტკიცედ არის განსაზღვრული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
Pleasure to have a friendly meeting with Prime Minister of Ukraine, @Denys_Shmyhal. We reaffirmed our mutual commitment to building common European future for #Georgia and #Ukraine. Due to similar history, challenges & interests, 🇬🇪 and 🇺🇦 are destined to a resolute partnership. pic.twitter.com/AuWThGiuha
— Kakha Kuchava (@kkuchava) October 7, 2021