კახა კუჭავა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას
კახა კუჭავა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას

დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა, არის გაძლიერებული. ზუსტად გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას. პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში კაირა, მთელს მსოფლიოში არსებობს. არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ვერასდროს დასრულდება, რადგან არსებობს როგორ პოზიცია, ისე ოპოზიცია და ყოველთვის არის კონკურენციის საკითხი და ასეც უნდა არსებობდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს“, – აღნიშნა კუჭავამ.

ამასთან, როგორც კუჭავამ განაცხადა,  ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მისი მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა.

„ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს არ ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკაში მოსვლა და ის დაპირებები, რომ ის დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს. ეს მან განახორციელა. ასევე მისი დაპირება, ის უზრუნველყოფდა, რომ არ იქნებოდა რევანში, რომელიც სამწუხაროდ, ყველა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ხოლმე. რაც ყველაზე მთავარია, მოხდა ჩვენი ქვეყნის ძალიან პროდასვლური კურსის გაძლიერება. ეს მხოლოდ ჩემი და ჩვენი პარტიის რომელომე წევრის განცხადება არ არის. ეს ის საქმეებია, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს უპროცედენტოდ მაღალ დონეზე არსებულ თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნოორებთან. როგორც არასდროს, ისეთი დიდი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა დგას ძალიან მყარ დემოკრატიული განვითარების გზაზე. მისმა გადაწყვეტილებამ რა თქმა უნდა, გუნდის წევრებს, ყველას გული დაგვწვიტა. თუმცა წერილიდან კარგად ჩანს, რომ ის თვლის, დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, განსაკუთრებით პარტიის შიგნით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მის გადაწყვეტილებას პატივი ყველამ უნდა ვცეთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.