კახა კუჭავა - ჩვენ არ გვიკვირს ევროპარლამენტართა დადებითი შეფასებები, იქნება გარკვეულწილად კრიტიკაც, თუმცა ყველა აღნიშნავს, რამდენად სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა არჩევნები
კახა კუჭავა - ჩვენ არ გვიკვირს ევროპარლამენტართა დადებითი შეფასებები, იქნება გარკვეულწილად კრიტიკაც, თუმცა ყველა აღნიშნავს, რამდენად სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა არჩევნები

ზედმეტი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლარიზებული იყო გარემო, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით ჩვენც, მაქსიმალურად გვინდოდა პოლარიზების შემცირება, რამდენად მოხდა თუ არ მოხდა ამის შეფასება თითოეულ ადამიანს შეუძლია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ჩატარებული არჩევნებით ევროპარლამენტარები, საერთაშორისო დამკვირვებლები კმაყოფილი არიან.

„ძალიან კარგად იმუშავა იმ ახალმა წესებმა და რეგულაციებმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავამტკიცეთ საერთო კონსენსუსით ოპოზიციასთან ერთად. რა თქმა უნდა იყო დარღვევებიც, ეს არის ტექნიკური სახის დარღვევები, რომელზეც რეაგირებაც იქნება. საჩივრების განხილვის შემდეგ უკვე განისაზღვრება, რა იყო სამართლიანად დასაბუთებული, რაზე შეიძლება რეაგირება მოვთხვოთ შესაბამის უწყებებს და რა არის უსაფუძვლო მოთხოვნები თუ საჩივრები, რომელზეც რეაგირებაა არ იქნება. ეს პროცესიც იქნება გამჭვირვალე. ჩვენ არ გვიკვირს ის დადებითი შეფასებები, რომელსაც ვისმენთ ევროპარლამენტარებისგან, იქნება გარკვეულწილად კრიტიკაც, ჩვენ ეს კრიტიკა გვახსოვს შარშანაც, ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ შევასრულებდით ყველა რეკომენდაციას, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოფხვრილი ყოფილიყო შემდეგი არჩევნებისთვის. მზად ვართ იგივე პროცესისთვის, თუმცა არც წინა არჩევნებზე და არც ამ არჩევნებზე კითხვის ნიშანი არ ჩნდება არათუ ლეგიტიმაციასთან, არამედ ყველა აღნიშნავს, რამდენად კარგად ადმინისტრირებული იყო სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა არჩევნები“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი