კახა კუჭავა - ჩემი ოცნებაა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება
კახა კუჭავა - ჩემი ოცნებაა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება

საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კუჭავა მოუწოდებს ყველას, 30 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და ქვეყნის სასიკეთო არჩევანი გააკეთონ.

„მჯერა, რომ ჩვენ, ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო და ეს შეუძლებელია, თუ არ ვიდგებით ერთად. ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრებისა და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს იდეას. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენისა და ევროპული მომავლის მქონე, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა, ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.

მოგიწოდებთ ყველას, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ. მჯერა, 30 ოქტომბერი ქართული ოცნების, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობისა და სიმშვიდის. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა სამმა შვილმა და თქვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.