კახა კუჭავა - ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ
კახა კუჭავა - ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, პანდემიის პერიოდში არაერთ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათ, ისევე როგორც საქართველოს, გარკვეული რეალობის შეცვლა მოუწიათ. ამასთან, როგორც კუჭავამ განმარტა, შეისწავლეს ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები და მათ შესახებ დაინტერესებულ პირებს კატალოგები დაურიგდებათ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.

„გლობალური პანდემია შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას და გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული რეალობის შეცვლა და ახალი რეალობა არის შეგუება.

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს შეეხო ეს და ჩვენ ვნახეთ ბოლო განცხადება, ევროპარალმენტარების შვიდკაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ჩვენ გვეყოლება სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები. ოდირის ციტატა ახსენა ქალბატონმა თეამ, იქ პირდაპირ არის მითითება, მათ მიერ იდენტიფიცირებული იქნა, რომ არსებობენ გარკვეული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. თუმცა ჩვენ გავაკეთეთ პატარა ანალიზი, შევისწავლეთ და კატალოგი დაურიგდება ყველას, რადგან უნდა იცოდნენ, ისინი, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან დამოუკიდებლები, რეალურად რამდენად არიან პირდაპირ კავშირში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან.

გამგეობის წევრობით დაწყებული, დამფუძნებლები თუ დღესაც აქტიური წევრები ამა თუ იმ ორგანიზაციის, რომელიც უნდა გამოვიდეს და გააკეთოს შემდეგ განცხადებები, რომ არიან დამკვირვებლები და ეს არის გარკვეული საჩივრები, განცხადებები, რომლითაც შეეცდებიან დისკრედიტაცია მოახდინონ იმ არჩევნების, რომელსაც ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად ჩავატარებთ თავისუფალ და დემოკრაატიულ გარემოში. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აქ ნახავთ, არის სრულიად საჯარო ინფორმაცია, ეს არის მოპოვებული სხვადასხვა ოფიციალური ვებგვერდებიდან, ფეისბუქპოსტებიდან, youtubeარხებიდან, ამონაწერები საჯარო რესსტრიდან.

აქ არ არის არც ერთი ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ შეიკრიბა და გადაეცა, ეს ინფორმაცია დაბეჭდილია ინგლისურადაც და უზრუნველყოვყოთ, რომ ის საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც აქ ჩამოდიან არჩევნებისთვის და ისინიც, ვინც აქ არიან, მათაც მიეწოდებათ, რა თქმა უნდა, საელჩოებსაც და ყველა დაინტერესებულ პირს დავუგზავნით ამ ინფორმაციას. არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საკითხი ვერ მოხდება, თუნდაც ორჯერ მეტნი რომ იყვნენ. წინა არჩევნებსაც რომ გადავავლოთ თვალი, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც იყვნენ აქტიურები და დღესაც იქნებიან აქტიურები. სამწუხაროდ, იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს გარკვეული განცხადებების ჩაწერა მოუწიათ თავიანთ საბოლოო ანგარიშებში, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა, რომ იყო სიცრუე. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ეს. წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას, პირდაპირ ვენდოთ და რა თქმა უნდა, უნდა გადამოწმდეს, ვიდრე ამა თუ იმ ანგარიშში მოხვდება.

ჩვენ ნამდვილად შევძელით დაგვენერგა დემოკრატიის ის სტანდარტი, როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია, სუბიექტურად განწყობილი, იყოს თუნდაც დამკვირვებელი, ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაცხადებული. ამაზეა საუბარი, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას ამ ქვეყანაში, საინტერესოა, თუ დაინტერესდებიან, შეისწავლიან და შემდგომ თავიანთ აზრსაც დადებენ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ

დატოვე კომენტარი