კახა კუჭავა - არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ დემარში განახორციელოს
კახა კუჭავა - არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ დემარში განახორციელოს

ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადებას, განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება არ იყო პარტიული, რომლის წინააღმდეგ შეიძლება დემარში განახორციელონ.

„მან წარმოადგინა ეს კანდიდატი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ეს მისი კანდიდატის არჩევა იყო. თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ მას შეიძლება რაიმე წყენა ჰქონდეს, სჯობს მას ჰკითხოთ. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ. ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, ზოგს მართლაც გაუჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ არის ეს დემარში ან კონფლიქტის მიზეზი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არ არის პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მართლაც დემარში განახორციელონ. ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა კუჭავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს. პრეზიდენტის კვოტით სასამართლოში გამწესებული თამაზ საბუტაშვილი 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ გიორგი თევდორაშვილმა ჩაანაცვლა.