კახა კუჭავა - ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს და ყველამ კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
კახა კუჭავა - ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს და ყველამ კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

არჩევნების მეორე ტურში არჩევანი კეთდება ორ კანდიდატს შორის და ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს არ ჰყავს კონკურენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„პირადად ჩემი აზრია, რომ ცოტა დააგვიანეს კიდეც პირველი ტურისთვის მზადება. ზოგადად, არჩევნებისთვის მზადება ზუსტად იმ კონსტრუქციული ნაბიჯებით რომ დაეწყოთ, რომელიც მათ ამომრჩევლებს მისცემდა საშუალებას ამ კუთხით შეეფასებინათ და არა იმ სიძულვილის ენის გამოყენებით და დესტრუქციული პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდნენ, შეიძლება, უფრო წარმატებული ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომ ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ამის გაკეთება ცოტა გვიან არის და ეს მათი არჩევანია. უნდათ ჩრდილოვანი წარმოადგინონ, უნდათ სხვა მთავრობა, რეალურად ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს და ყველამ კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მეორე ტურში არჩევანი კეთდება ორ კანდიდატს შორის და ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს არ ჰყავს კონკურენტი“, – განაცხადა კუჭავამ.