კახა კუჭავა - აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად
კახა კუჭავა - აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად

ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ათენში ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს ეხებოდა.

„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრსარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“- განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.