კახა კუჭავა აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების მხრიდან შეფასებებზე ეცინება
კახა კუჭავა აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების მხრიდან შეფასებებზე ეცინება

გამეცინა, გამეცინა, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გიორგი გახარიას გუნდის წევრების შეფასებებს, რომ „ქართულ ოცნებას” ყოფილი პრემიერის გუნდის რეიტინგი აშინებს და ამის გამო მათ პარტიას პოლიტიკურად თავს ესხმიან.

კუჭავა აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას მიმართ კრიტიკული განცხადებები კეთდება არა მხოლოდ „ქართული ოცნების” მხრიდან, არამედ ყველას მხრიდან.

„ეს პოლიტიკური პროცესია. როცა პოლიტიკური ჯგუფი განაცხადებს, რომ პოლიტიკაში შემოდის, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს კრიტიკული პოზიციები დაიჭიროს, ამას შესაბამისად მოჰყვება კრიტიკა მეორე მხრიდან”, – განაცხადა კუჭავამ.