კახა კუჭავა - 1993 წლის 27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა
კახა კუჭავა - 1993 წლის 27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა

1993 წლის 27 სექტემბერი ძალიან ტრაგიკული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, სწორად იყოს მიწოდებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

კუჭავას თქმით, ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა.

„1993 წლის 27 სექტემბერი ძალიან ტრაგიკული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, სწორად იყოს მიწოდებული, განსაკუთრებით – ახალგაზრდა თაობებისთვის. უპირველესად, რასაც ვგულისხმობ, ეს არის ნდობისა და ძმობის აღდგენა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, მალე გამოიღებს შედეგს და ქვეყანას გავაერთიანებთ. გავაერთიანებთ ჩვენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.