კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება
კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება

კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

„თბილისის მერს, კახა კალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.