კახა კალაძემ ორბელიანის მოედანის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა 
კახა კალაძემ ორბელიანის მოედანის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორიც. მერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს. ხედავთ რა მასშტაბის სამუშაოები ტარდება. დაახლოებით 45 მილიონი იხარჯება ამ პროექტის განხორციელებაში, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედაქალაქში. 18 ობიექტიდან 13 არის ისტორიული ძეგლი. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. აქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი ფართის ღირებულება რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება და გასამმაგდება. ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიული უბნების სარესტავრაციო სამუშაოებს. წელს დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია”, – განაცხადა კახა კალაძემ.