კახა კალაძემ მერიის სამსახურებს სისტემური და ეფექტიანი მმართველობისთვის ღონისძიებების გატარება დაავალა 
კახა კალაძემ მერიის სამსახურებს სისტემური და ეფექტიანი მმართველობისთვის ღონისძიებების გატარება დაავალა 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის სამსახურებს სისტემური და ეფექტიანი მმართველობისთვის ღონისძიებების გატარება დაავალა.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სისტემური და ეფექტიანი მმართველობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ვავალებ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, რაიონის გამგეობებს, არქიტექტურის სამსახურს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის სატრნასპორტო კომპანიას, თბილსერვისის ჯგუფს, თბილისის განვითარების ფონდს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო ქმედებებს. ჩვენი მიზანია, თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე და კონკრეტული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.