კახა კალაძემ ლიანა ისაკაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს იუბილე მიულოცა
კახა კალაძემ ლიანა ისაკაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს იუბილე მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ხელოვანს იუბილე მიულოცა.

მერმა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი სიგელებიც გადაეცემათ.

„რამდენიმე დღის წინ, ადამიანებს, რომლებიც ყველასთვის დასაფასებელი და საყვარელი ხელოვანები არიან – ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, ბატონ თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს იუბილე ჰქონდათ. მინდა, მათ დიდი სიყვარულით მივულოცო, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. ასევე, ხუთივე მათგანს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინდა სიგელები გადავცე“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

დატოვე კომენტარი