კახა კალაძემ ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას, ასევე ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს.

„არ არსებობს სანიაღვრე სისტემა და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები. მგონია, რომ ძალიან ლამაზი პროექტი გამოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯამში დაიგება 15 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი.

ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა. ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტი სამი თვე გაგრძელდება და მის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.