კახა კალაძემ ახალი პორტალის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა 
კახა კალაძემ ახალი პორტალის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი პორტალის „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა.

როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, პორტალის მიზანია კრეატიული იდეების, პროექტების წარდგენა და ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების ჩართულობა.

“წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ჩვენ აუცილებად შევქმნით პლატფორმას, სადაც იქნებოდა შესაძლებელი ძალიან ბევრი ადამიანის ჩართვა, ვინც მოგვაწოდებს იდეებს კონკრეტულ პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომ ერთი ადამიანი, ან კონკრეტული ჯგუფი მოაგვარებს პრობლემებს, რაც ქალაქისთვის არის აქტუალური. რა თქმა უნდა, ქალაქის ზრუნვაზე ჩვენ გვაქვ უდიდესი პასუხისმგებლობა, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. ზუსტად ეს კონკრეტული პროექტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმოვადგინოთ პროექტები”, – განაცხადა კახა კალაძემ.