კახა კალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
კახა კალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს შვილებს ბევრი უნდა ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა და მჯერა, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მერის  მოადგილეებმა ირაკლი ბენდელიანმა, ანდრია ბასილაიამ და კახა გულედანმა.