კახა კალაძე - ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, გვიხარია, რომ მძევლად აყვანილი თითოეული ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში
კახა კალაძე - ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, გვიხარია, რომ მძევლად აყვანილი თითოეული ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში

ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, გვიხარია, რომ თითოეული მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

კალაძის თქმით, ის მხარდაჭერას უცხადებს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევითა და გმირობით დადგა გუშინდელი შედეგი.

„გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული, მძევლად აყვანილი ადამიანი, მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევითა და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნეოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი, საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს“, – განაცხადა კალაძემ.