კახა კალაძე - ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, ადამიანი, სამშობლო და შეეძლო, ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე
კახა კალაძე - ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, ადამიანი, სამშობლო და შეეძლო, ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე

თბილისის მერი კახა კალაძე მწერალი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს; კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო, ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე.

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, – ჩვენი გურამ დოჩანაშვილიც ამ სიყვარულის ნაწილია. იგი სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში“, – წერს კახა კალაძე.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს; კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Saturday, April 3, 2021