კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც თბილისის მოსახლეობამ მომანიჭა, ღირსეულად ჩავამთავრო, დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ
კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც თბილისის მოსახლეობამ მომანიჭა, ღირსეულად ჩავამთავრო, დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ

ყველაფერს გავაკეთებ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც თბილისის მოსახლეობამ მომანიჭა, ღირსეულად ჩავამთავრო, დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

„თქვენ იცით, რომ არჩეული მერი ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა. ეს ჩემთვის უბრალოდ თანამდებობა არაა, ეს ჩემთვის არის მსახურება თბილისისა და თბილისელების მიმართ. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც აღებული მაქვს და თბილისის მოსახლეობამ მომანიჭა, ღირსეულად ჩავამთავრო, დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.