კახა კალაძე - ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რა რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში
კახა კალაძე - ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რა რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში

ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რა რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ასეთი მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ასეთი დონის შეხვედრები, ასეთ მაღალ დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მონაწილეობას. ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა რეფორმები განხორციელდა და რამდენი წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.