კახა კალაძე - ყველა ბაზარი, სადაც მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, მუშაობის გაგრძელებას უპრობლემოდ შეძლებს
კახა კალაძე - ყველა ბაზარი, სადაც მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, მუშაობის გაგრძელებას უპრობლემოდ შეძლებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აგრარული ბაზრების ადმინისტრაციამ არსებული მოთხოვნები გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, ყველა ბაზარი უპრობლემოდ შეძლებს მუშაობას, თუკი მოთხოვნებს შეასრულებს.

„აქ საუბარია ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადიზენფექციო ხსნარები, თვითონ ბაზრებისა და ბაზრის ტერიტორიების დამუშავება – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ყველა ის ბაზარი, სადაც ეს პირობები დაცულია, ისევ და ისევ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის, ასევე შემსვლელი ადამიანებისთვის, ვინც ბაზრით ისარგებლებს, ყველა, ვინც ამას დაიცავს, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა, რაც შესაბამისი სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.