კახა კალაძე - ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას
კახა კალაძე - ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია.

„ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ასეთი საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუ რამდენი რეფორმები ხორციელდება. ყველა ასეთი პლატფორმა გამოსაყენებელია, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მათ, რომ საქართველო მზად არის, გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რა თქმა უნდა, ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.