კახა კალაძე - წარსულს ჩავაბარეთ წლები, როცა ხდებოდა ტყეების გაჩეხვა, სპორტულ მოედნებზე სამშენებლო სამუშაოები, ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნე დედაქალაქს და ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება
კახა კალაძე - წარსულს ჩავაბარეთ წლები, როცა ხდებოდა ტყეების გაჩეხვა, სპორტულ მოედნებზე სამშენებლო სამუშაოები, ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნე დედაქალაქს და ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვექნება

საბედნიეროდ, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხვა, რეკრეაციულ სივრცეებში, სპორტულ მოედნებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „წყნეთის ხანძართან დაკავშირებით ბევრი ადამიანი, მათ შორის სოციალურ ქსელებში გამოთქვამს ვარაუდს, რომ მიზანმიმართულად იყო გაჩენილი, რადგან ტერიტორიას გადაწვის შემდეგ სტატუსი მოეხსნას და ამ ტერიტორიზე ახალი სახლები აშენდეს“.

ამასთან, კალაძის თქმით, ტყუილია, თითქოს ხანძრების დროს სახანძრომ დაიგვიანა. კახა კალაძე აცხადებს, რომ მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლის ფასად ემსახურონ სამშობლოს.

„საბედნიეროდ, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც ხდებოდა ტყეების გაჩეხვა, როდესაც ხდებოდა რეკრეაციულ სივრცეებში, სპორტულ მოედნებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე დავუბრუნე პირადად მე დედაქალაქს, რაც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დამოკიდებულება გვექნება. იმ ადამიანებს, ვიზეც თქვენ საუბრობთ, ურჩევნიათ, უფრო მეტი წაიკითხონ.

სახანძროს დაგვიანებაზე საუბარი არის ტყუილი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ჩვენ გვყავს გმირი მეხანძრე-მაშველები. მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ბორჯომის ხეობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, როგორც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, თავიანთი სიცოცხლის ფასად მზად არიან, ემსახურონ სამშობლოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.