კახა კალაძე - ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
კახა კალაძე - ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

თბილისის მერი კახა კალაძე ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.

„მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენს სამშობლოშიც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე არის იმედის, ერთობის, განახლების ათვლის წერტილი.

ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს!

განსაკუთრებულად ვულოცავ ამ უდიდესი სიხარულის დღესასწაულს ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში, ჩემს მეგობრებს იტალიაში და ვუსურვებ მშვიდობიან, უსაფრთხო წელს, ერთობას, სიყვარულის და სიკეთის გამარჯვებას!“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.