კახა კალაძე - ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებულ ასპარეზობას, გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა
კახა კალაძე - ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებულ ასპარეზობას, გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებულ ასპარეზობას! გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! გილოცავთ!“,- წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

 

ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებულ ასპარეზობას!
გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა.
წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! გილოცავთ!

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Thursday, 11 March 2021