კახა კალაძე - ვულოცავ ილია მეორეს დაბადების დღეს, განუზომელია მისი ღვაწლი ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში
კახა კალაძე - ვულოცავ ილია მეორეს დაბადების დღეს, განუზომელია მისი ღვაწლი ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ მამას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღეს!

განუზომელია მისი ღვაწლი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული ეკლესიის აღორძინებაში, ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა რთულ ეტაპზე ილია II-ის როლი იყო უმნიშვნელოვანესი.

მინდა, ვუსურვო ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!“ – წერს კახა კალაძე.