კახა კალაძე – ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს, ვიცით, ვინ დგას ამის უკან, ძალიან მძიმეა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ

12:12, 25.09.2026

სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.

კალაძის განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ რუსთაველის პროტესტის მონაწილეები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმართებიან.

„ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გქვონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ, ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, რა გამოწვევებია ზოგადად მსოფლიოში. მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი