კახა კალაძე - ვიღაცები ერთიანდებიან, იშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რეალურად, ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები არიან
კახა კალაძე - ვიღაცები ერთიანდებიან, იშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რეალურად, ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები არიან

ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუ გადახედავთ მათ აწმყოს, წარსულს, ეს ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ და ახლა ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დასმულ კითხვაზე საპასუხოდ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს სალომე ზურაბიშვილია“.

თბილისის მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებზე და განაცხადა, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, შემოიტანოს არეულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით.

„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც წინა წლების განმავლობაში და არცერთ ქვეყანას – არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას – არ მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაძაბულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით“, – განაცხადა კახა კალაძემ.