კახა კალაძე - ვერც ერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული ვერც „ქართულ ოცნებაზე“, ვერც „ნაცმოძრაობაზე“ ან სხვა პარტიაზე, ყველას თავისი ხედვა აქვს
კახა კალაძე - ვერც ერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული ვერც „ქართულ ოცნებაზე“, ვერც „ნაცმოძრაობაზე“ ან სხვა პარტიაზე, ყველას თავისი ხედვა აქვს

ვერც ერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული ვერც „ქართულ ოცნებაზე“, ვერც „ნაცმოძრაობაზე“ ან სხვა პარტიაზე, ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა, – ამის  შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოთხი პარტიის შესაძლო გაერთიანების საკითხს ეხებოდა.

„ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა, მოსაზრება, რა თქმა უნდა, ვერც ერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული ვერც „ქართულ ოცნებაზე“, არც „ნაც მოძრაობაზე“ ან სხვა პარტიებზე. ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის ის, რომ შედგეს თანამშრომლობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსნებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის პოლიტიკური კონსულტაციები შედგა. როგორც ბაქრაძე ამბობს, ეს პარტიებია: „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.