კახა კალაძე - ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს და მთაწმინდის საბაგიროს პროექტი განხორციელდება
კახა კალაძე - ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს და მთაწმინდის საბაგიროს პროექტი განხორციელდება

ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს და პროექტი განხორციელდება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთაწმინდის საბაგიროსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„საბაგიროს პროექტს რაც შეეხება, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან რადგან პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა იქ მცხოვრები რამოდენიმე ოჯახის განსახლება. თუმცა, იმის გამო, რომ ვერ მოხდა მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, საკუთრების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, უკვე ვეძებთ ალტერნატიულ ადგილს და პროექტი რა თქმა უნდა განხორციელდება, მაგრამ არა იმ კონკრეტულ ნიშნულზე და ადგილზე, სადაც გვიწევდა გამოსყიდვა, არამედ სხვა კონკრეტულ ადგილზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.