კახა კალაძე - ვარკეთილის მეტროში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, მეტრო „გოცირიძეს“ კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კახა კალაძე - ვარკეთილის მეტროში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, მეტრო „გოცირიძეს“ კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროს პროექტის დამუშავება მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ამასთან, კალაძის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტრო გოცირიძესაც.

„გოცირიძის მეტროსადგურთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი არის შემდეგი, რომ ის ექვემდებარება რეაბილიტაციას და არ საჭიროებს მთლიან დემონტაჟს კონკრეტული ბაქანი. საექსპერტო დასკვნის მიხედვით განხორციელდება სამუშაოები. რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს, დიზაინი არსებობს, მიმდინარეობს უშუალოდ პროექტის დამუშავება და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოების განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი