კახა კალაძე – ვანო მერაბიშვილის განცხადებებიდან აშკარაა, რომ დროსა და სივრცეშია დაკარგული, მეტი ვანო ოპოზიციას
მეტი ვანო ოპოზიციას, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების მიერ გაკეთებული განცხადებები.
კახა კალაძის თქმით, მერაბიშვილი დროსა და სივრცეშია დაკარგული და რეალობაში გარკვევა სჭირდება.
„მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას“, – განაცხადა კახა კალაძე.