კახა კალაძე - ვაკის პარკის განახლებისთვის სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება
კახა კალაძე - ვაკის პარკის განახლებისთვის სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება

ვაკის პარკის განახლებისთვის სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე საუბრისას აღნიშნა.

„საზოგადოებასთან ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა. ვისაც მონაწილეობის მიღების სურვილი ჰქონდა ამის შესაძლებლობა რამდენჯერმე იყო. რაც შეეხება ვაკის პარკის განახლებას, უშუალოდ სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. რადგან ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იქ ჩარევები და რაღაც სიახლეების შემოტანა ვერ იქნება. არსებული რაც არის იმის განახლება მოხდება. ეხება სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას, სარწყავ სისტემებს და კასკადი, რომელზეც პროექტირება მიმდინარეობს ისევ ძველებური სახით იქნება, ოღონდ განახლებული“, – განაცხადა კალაძემ.