კახა კალაძე – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება

14:40, 06.09.2021

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არჩევნები მაშინ გაიმართება, როდესაც ეს კონსტიტუციით და კანონით არის განსაზღვრული. ეს არის 2024 წელი. ახლა გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები და 2024 წელს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი