უმრავლესობას დაშლის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, მიმდინარე პროცესებს გუნდში განიხილავენ და შეჯერდებიან.
„მგონია, ყველა ამ საკითხის გუნდში განხილვა უნდა მოხდეს, შესაბამისად, გუნდშივე მოხდება შეჯერება, თუ რა როგორ იქნება.
მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ჩვენ ირგვლივ შეკრებილია ადამიანები, ვინც ემსახურება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ემსახურება ჩვენს ხალხს.
შესაბამისად, ჩვენი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი პრობლემა, რთული ბარიერების გადალახვა გვიწევს, 2012 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ბევრი სირთულე იყო, დღესაც არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. არსებობს გამოწვევები და ჩვენი ერთობით, ხალხთან ერთად, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპასუხებთ და შევძლებთ ამის მოგვარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.