კახა კალაძე - ვულოცავ ილია მეორეს დაბადების დღეს, მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია
კახა კალაძე - ვულოცავ ილია მეორეს დაბადების დღეს, მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და მას ჯანმრთელობას უსურვებს.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ილია მეორეს დაბადების დღეს. დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია. ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია კალაძის მილოცვაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.