კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიას მზადება დაწყებული აქვს, კანდიდატებს მოგვიანებით წარვადგენთ
კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიას მზადება დაწყებული აქვს, კანდიდატებს მოგვიანებით წარვადგენთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს.

კალაძის თქმით, რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა რეგიონებში.

„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიას მზადება დაწყებული აქვს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა რეგიონში ადგილობრივ პარტიულ წარმომადგენლობასთან. მზადება დაწყებულია, რაც შეეხება კანდიდატებს, ცოტა მოგვიანებით, ოფიციალურად წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ“, – განაცხადა კალაძემ.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება.