კახა კალაძე - თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს
კახა კალაძე - თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს

„თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გაათავისუფლებს თუ არაა მერიიდან ვინმეს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის სამსახურის დასკვნაში მერიაში არსებულ დარღვევებზე იქნება საუბარი.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და შესაბამისად ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ თანამშრომლობას“ – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის შესახებ აუდიტის დასკვნა სავარაუდოდ ორშაბათს 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი